თავში

ერდოღანი: თურქეთი აშშ-სთან S-400-ის ტესტირების განხილვას არ აპირებს

ერდოღანი: თურქეთი აშშ-სთან S-400-ის ტესტირების განხილვას არ აპირებს
ერდოღანი: თურქეთი აშშ-სთან S-400-ის ტესტირების განხილვას არ აპირებს

თურქეთი რუსეთისგან შეძენილი საჰაერო თავდაცვის S-400-ის სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით აშშ-თან განხილვას არ აპირებს. ვაშინგტონის ჩარევა აუცილებელი არ არის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

"ტესტირება ჩატარებულია და კიდევ ხორციელდება. ჩვენ აშშ-სთან ამ თემაზე განხილვას არ ვაპირებთ, რადგან როგორ არ უნდა შევამოწმოთ ის საშუალება, რაც გვაქვს? ჩვენ ტესტირებებს გავაგრძელებთ არა მხოლოდ S-400-ისას, არამედ მრავალი სხვა მძიმე და მსუბუქი იარაღისას, რომლებსაც აშშ-სგანაც შევიძინეთ", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა დაადასტურა, რომ მისმა ქვეყანამ ქალაქ სინოპში S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა გატესტა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს წარმოადგენდა.

მოსკოვმა და ანკარამ 2017 წლის დეკემბერში S-400 სარაკეტო სისტემების სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 2019 წელს კი თურქეთმა 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების რამდენიმე S-400 სარაკეტო სისტემა მიიღო.

გარიგება NATO-მ და შეერთებულმა შტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს. ცნობილია, რომ ვაშინგტონმა ანკარას F-35-ის ავიაგამანაგდურებელი პროგრამით სარგებლობა შეუჩერა და მას პროექტიდან მთლიანად ამოღებით დაემუქრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system