თავში

ერდოღანმა ავსტრიის მთავრობა დაწყევლა

​ერდოღანმა ავსტრიის მთავრობა დაწყევლა
ერდოღანმა ავსტრიის მთავრობა დაწყევლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიის პრემიერის გადაწყვეტილება სახელმწიფო შენობებზე ისრაელის დროშის გამოფენასთან დაკავშირებით მკვეთრად გააკრიტიკა. ერდოღანის თქმით, ავსტრიის ხელისუფლებამ, ამ ქმედებით, თავი ტერორთან გააიგივა.

”მე ვწყევლი ავსტრიის მთავრობას, რომელმაც ისრაელის დროშა კანცლერის ადმინისტრაციის შენობაზე ჩამოკიდა. თქვენს სახელმწიფო შენობაზე ტერორისტული სახელმწიფოს დროშის აღმართვა ტერორთან გაიგივებას ნიშნავს. როგორც ჩანს, ავსტრია ცდილობს აიძულოს მუსულმანები მის მიერ ჩადენილი ებრაელების გენოციდის სამაგიერო გადაახდევინოს ”- განაცხადა ერდოღანმა.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა სახელმწიფო შენობებზე ისრაელის დროშის აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 14 მაისს Twitter-ის გვერდზე დაწერა. ამ განცხადებას ირანის გაღიზიანებაც მოჰყვა. 

პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი მაისის დასაწყისში გამწვავდა. მაშინ ისრაელის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ იერუსალიმში რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლება დაიწყო, რამაც პალესტინელების მხრიდან არეულობები და პროტესტი გამოიწვია. 10 მაისს სიტუაციაში "ჰამასი" ჩაერთო, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 10 მაისიდან ღაზას სექტორიდან 3150 რაკეტა იყო გაშვებული, რომლიდანაც 460 თავად ანკლავში ჩამოვარდა. ამასთან, სამხედროების ცნობით, საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ "რკინის გუმბათი" ჭურვების 90 პროცენტი გაუვნებელყო.

16 მაისის მონაცემებით, ისრაელში ვითარების ესკალაციას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაიჭრა. ანკლავში აცხადებენ, რომ დაღუპულია 200-ზე მეტი პალესტინელი და 1,2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system