თავში

ერევანში ოპოზიციური მოძრაობა "ვეტოს" ლიდერი დააკავეს

ერევანში ოპოზიციური მოძრაობა "ვეტოს" ლიდერი დააკავეს
ერევანში ოპოზიციური მოძრაობა ვეტოს ლიდერი დააკავეს

ერევანში სომხური ოპოზიციური მოძრაობა "ვეტოს" ლიდერი ნარეკ მალიანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება უფლებადამცველმა რუბენ მელიქიანმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 19 თებერვალს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა საპარლამენტო აპარატის ყოფილი უფროსი არუ საღათელიანი, ყოფილი დეპუტატი კარენ ბეკარიანი და ქვეყნის კიდევ ორი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალი ედებათ სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი ანგარიშების შექმნასა და მისი მეშვეობით  ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებების მკაცრ კრიტიკაში. 

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულმა ოპოზიციონერებმა საომარი მდგომარეობის დროს ცენზურის ნორმები დაარღვიეს.

ხელისუფლების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ დაკავებები გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებს უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system