თავში

ერევნის მერს უნდობლობა გამოუცხადეს

​ერევნის მერს უნდობლობა გამოუცხადეს
ერევნის მერს უნდობლობა გამოუცხადეს
© Hayk Marutyan / Facebook

სომხეთის დედაქალაქ ერევნის საკრებულომ (უხუცესთა საბჭო) მერის, ჰაიკ მარუთიანის უნდობლობა გამოუცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მარუთიანი ქალაქის საკითხების „არასაკმარისი ეფექტურობით“ მართვაში დაადანაშაულეს და 44 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მის გადაყენებას ითხოვს.

თავად მარუთიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან რევოლუციის მიზნებს გადაუხვია.

"ვფიქრობდი, რომ რევოლუციონერის უზენაესი მიზანი სხვა ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება იყო. რეალურად კი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება დაიწყეს“, – აღნიშნა მარუთიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system