თავში

ერევნის პიცერიაში 170-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

​ერევნის პიცერიაში 170-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა
ერევნის პიცერიაში 170-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

ერევანში, Tashir Pizza-ს პიცერიაში სტუმრობის შემდეგ, მასობრივი მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. დაშავებულთა რიცხვი 171-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Hetq Online ავრცელებს.

დაშავებულები, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, საავადმყოფოში მოათავსეს.

72 ადამიანის მდგომარეობა მსუბუქად ფასდება.

რამ გამოიწვია მოწამვლა, ჯერჯერობით უცნობია.

ქსელის ყველა პიცერია დაკეტილია.

"ჩვენი ინიციატივით, Tashir Pizza-ს ფილიალები პრობლემის იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით დროებით დაიხურა. შესაბამის ინსპექტირების ორგანოებთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს. ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - აღნიშნულია პიცერიის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system