თავში

ერთ-ერთ ესპანურ ქარხანაში 3D პრინტერით იარაღებს ამზადებდნენ

ერთ-ერთ ესპანურ ქარხანაში 3D პრინტერით იარაღებს ამზადებდნენ
ერთ-ერთ ესპანურ ქარხანაში 3D პრინტერით იარაღებს ამზადებდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ კუნძულ ტენერიფეზე (კანარის კუნძულები) აღმოაჩინა ქარხანა, სადაც 3D პრინტერების მეშვეობით იარაღებს ამზადებდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ესპანეთის ეროვნული პოლიციის განცხადებით ქვეყანაში ეს მსგავსი ტიპის პირველი საწარმოა. სამართალდამცავებმა ქარხანაში რეიდი ჩაატარეს და უკანონოდ წარმოებული იარაღი ამოიღეს. 

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. მას ბრალი ედება იარაღისა და ასაფეთქებელი  ნივთიერებების შენახვა-დამზადებაში. სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს ასევე ამოიღეს 3D პრინტერი და სხვადასხვა საბრძოლო მასალის ნაწილები.  

ქარხანაში ნაპოვნია სამი ათეული წიგნი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისა და 3D პრინტერის მეშვეობით იარაღის დამზადების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system