თავში

ერთ წელიწადში ჩილეში სქესი ლეგალურად 2 ათასზე მეტმა ადამიანმა შეიცვალა

​ერთ წელიწადში ჩილეში სქესი ლეგალურად 2 ათასზე მეტმა ადამიანმა შეიცვალ
ერთ წელიწადში ჩილეში სქესი ლეგალურად 2 ათასზე მეტმა ადამიანმა შეიცვალა

ჩილეში 2020 წელს სქესი ლეგალურად სულ მცირე 2201 ადამიანმა შეიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ერნან ლარაინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ერთი წელია, რაც "კანონი გენდერული იდენტურობის შესახებ" ძალაში შევიდა.

ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, სქესის შეცვლის პროცედურის დაწყება 18 წელს გადაცილებულ ნემისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ამასთან, დაფიქსირებულია 14-დან 18 წლამდე 8 ჩილელი მოზარდი, რომლებმაც სქესი ორივე მშობლის თანხმობის შემდეგ შეიცვალეს.

ამჟამად ჩილეში, დაბადების მოწმობაში შესწორების შეტანის მიზნით, სარეგისტრაციო სამსახურში საჭიროა მხოლოდ სპეციალური მოსმენის მოთხოვნა. დაინტერესებული პირი ორ მოწმესთან ერთად ცხადდება, რომლებიც თავდებში უდგებიან, რომ ის აცნობიერებს ყველა იურიდიული შედეგს, რასაც ეს ცვლილება იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system