თავში

ერთკაციანი მერხები სკოლებს სოციალური დისტანციის დაცვაში დაეხმარება

​ერთკაციანი მერხები სკოლებს სოციალური დისტანციის დაცვაში დაეხმარება
ერთკაციანი მერხები სკოლებს სოციალური დისტანციის დაცვაში დაეხმარება

იტალიური სკოლების საკლასო ოთახებში ახალი რეგულაციები შედის ძალაში. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან აქ მოსწავლეებისთვის ერთკაციან მერხებს დადგამენ. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა, ლიუჩია ადზოლინამ განაცხადა.

მისი თქმით, 11 კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებს 2,5 მილიონ მერხს მიაწვდის.

ამ გზით ხელისუფლება კორონავირუსის რისკების გავრცელების შემცირებას ცდილობს. სასწავლო პროცესის დაწყება იტალიაში 14 სექტემბერს იგეგმება.

მერხები, რომლებთანაც მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდება, მოსწავლეებს შორის სოციალური დისტანციის დაცვას შეუწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system