თავში

ესპანეთი COVID-ვაქცინების 30 მილიონ დოზას გაიღებს

​ესპანეთი COVID-ვაქცინების 30 მილიონ დოზას გაიღებს
ესპანეთი COVID-ვაქცინების 30 მილიონ დოზას გაიღებს

ესპანეთი მეოთხედით გაზრდის COVID-ვაქცინების რაოდენობას, რომელსაც ის სხვა ქვეყნებს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

"ესპანეთი 7.5 მილიონით გაზრდის ვაქცინების დოზას, რომელსაც გადასცემს მესამე ქვეყნებს. 22.5 მილიონის ნაცვლად, რაც ადრე გვქონდა დაპირებული, ჩვენ 30 მილიონს გავიღებთ და მათი რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდას გავაგრძელებთ", - განაცხადა სანჩესმა.

მან დასძინა, რომ ესპანეთი განსაკუთრებულ ყურადღებას ლათინური ამერიკის ქვეყნების მხარდაჭერას უთმობს.

"მსურს გავამახვილო ყურადღება ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის მდგომარეობის სიმძიმეზე. ამ რეგიონში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს, კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 30% ფიქსირდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ, პრიორიტეტი ამ რეგიონში მიანიჭოს", - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

სანჩესმა ხაზი გაუსვა, რომ გაღებული დოზის მეოთხედი ასევე ევროკავშირის სამხრეთ მეზობლებს და საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს გადაეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system