თავში

ესპანეთი პირბადეების რეჟიმს უბრუნდება

​ესპანეთი პირბადეების რეჟიმს უბრუნდება
ესპანეთი პირბადეების რეჟიმს უბრუნდება

ესპანეთში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გარე სივრცეში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში "ბუსტერული" დოზით ვაქცინაციის კამპანია დაჩქარდება.

ესპანეთს ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, მოსახლეობის 80% აცრილია. ქვეყანამ შემოდგომის თვეებში მკაცრი კარანტინის შემოღება თავიდან აიცილა, თუმცა ბოლო დროს, კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის“ გამო ინფიცირების. რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება . გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 50 ათასი მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის დაწყებიდან ესპანეთისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system