თავში

ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან გალილეოს ხუთი წიგნი გაქრა

ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან გალილეოს ხუთი წიგნი გაქრა
ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან გალილეოს ხუთი წიგნი გაქრა

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ იტალიის რენესანსის მეცნიერის გალილეო გალილეის არა ერთი, არამედ ხუთი წიგნი ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან გაქრა. ამის შესახებ ქვეყნის კულტურის სამინისტროში განაცხადეს.

აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ მონაცემთა ბაზაში შეტანილი თითქმის 15 ათასი წიგნი და დოკუმენტი არ მოიძებნება ბიბლიოთეკაში. აქედან 54 განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მათი ღირებულება 5 ათას დოლარს აჭარბებს. ცნობილია, რომ მათი უმეტესობა 1980-იან და 1990-იან წლებში გაქრა, ძირითადად 1987 წლის ქურდობის დროს. 

ყველა ღირებული დაკარგული პუბლიკაციის სია პოლიციას გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system