თავში

ესპანეთის გენშტაბის უფროსი ვაქცინასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ესპანეთის გენშტაბის უფროსი ვაქცინასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გა
ესპანეთის გენშტაბის უფროსი ვაქცინასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ესპანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა მიგელ ანჰელ ვილიაროამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საწინააღმდეგო ვაქცინის ურიგოდ გაკეთების გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Europa Press ავრცელებს.

გენერალური შტაბის უფროსმა თანამდებობის დატოვების თაობაზე წერილი ესპანეთის თავდაცვის მინისტრს წარუდგინა, რომელმაც მოთხოვნა დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა. 

გენერლის წინააღმდეგ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მას ვაქცინაცია იმ პერიოდში ჩაუტარდა, როდესაც პრეპარატს მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და მოხუცებულთა სახლებში მცხოვრები პირები იღებდნენ.

ესპანეთში ვაქცინაციის კამპანია გასული წლის 27 დეკემბერს დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system