თავში

ესპანეთის ქალაქ ვიგოში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყეს

ესპანეთის ქალაქ ვიგოში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყეს
ესპანეთის ქალაქ ვიგოში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყეს

ესპანეთის ქალაქ ვიგოში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, საახალწლო დეკორაციებით მორთვა დაიწყეს. კორონავირუსის პანდემიის გამო საახალწლო მზადების ვადებმა გადმოიწია და მთლად ზაფხულში დაიწყო. დღეიდან ქუჩებში მორთვასა და ილუმინაციების მონტაჟს იწყებენ.

ვიგოს მერი აბელ კაბალიერო აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომების გამო, წელს ეს პროცესი უფრო მეტ დროს მოითხოვს. ასევე წელს უფრო მეტი ქუჩის მორთვა იგეგმება, ამიტომ სამუშაოების დაწყება გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო.

ქალაქის მერს იმედი აქვს, რომ ვიგო წელსაც ბევრ ტურისტს მოიზიდავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი შვება იქნება. პანდემიის გამო მოქალაქეებმა სამსახური დაკარგეს, კარანტინმა კი ტურიზმი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ამჟამად ვიგოში ღამის ღონისძიებები, კონცერტები აკრძალულია. ბარები და რესტორნები შუაღამემდე უნდა დაიხუროს. საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულოა პირბადეების ტარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system