თავში

ესპანეთის მთავრობა მეფის იმუნიტეტის მოხსნას ემხრობა

​ესპანეთის მთავრობა მეფის იმუნიტეტის მოხსნას ემხრობა
ესპანეთის მთავრობა მეფის იმუნიტეტის მოხსნას ემხრობა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ კონსტიტუციით განმტკიცებული, მეფის ხელშეუხებლობის გაუქმების მომხრეა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს.

"ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაურს ეს სტატუსი არ სჭირდება", - განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ზომები უკვე მიღებულია და იმუნიტეტის საჭიროება აღარ დგას, რადგან ეს სხვა ეპოქის გადმონაშთია.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ბოლო სკანდალის ფონზე გახდა. ყოფილ მეფის, ხუან კარლოს I-ის წინააღმდეგ სამი გამოძიება მიმდინარეობს. გასული წლის აგვისტოში მან ქვეყანა დატოვა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system