თავში

ესპანეთის ყოფილმა მეფემ ვალების დასაფარად თანხა მეგობრებისგან ისესხა

ესპანეთის ყოფილმა მეფემ ვალების დასაფარად თანხა მეგობრებისგან ისესხა
ესპანეთის ყოფილმა მეფემ ვალების დასაფარად თანხა მეგობრებისგან ისესხა

ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა, რომელსაც გადასახადების გადაუხდელობის გამო სახელმწიფოს ვალი ჰქონდა, თანხა მეგობრებისგან ისესხა. ამის შესახებ გამოცემა El Pais წერს.

გამოცემის ცნობით, საუბარია არადეკლარირებულ შემოსავალზე, რომლის ჯამურმა თანხამ 8 მილიონ ევროს გადააჭარბა. 

მეგობრებმა 83 წლის ყოფილ მონარქს 4,4 მილიონი ევროს სესხი მისცეს. სამართლებრივი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სასესხო ხელშეკრულება ნოტარიუსის თანდასწრებით გაფორმდა.  ხუან კარლოსის მეგობრებმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს. ნაცნობების წყალობით მონარქმა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების სრულად დაფარვა მოახერხა.

2020 წლის 3 აგვისტოს ესპანეთის ყოფილმა მეფემ ქვეყანა დატოვა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადავიდა საცხოვრებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system