თავში

ესპანეთის სამხრეთით ქვიშის ქარიშხალი მძინვარებს

​ესპანეთის სამხრეთით ქვიშის ქარიშხალი მძინვარებს
ესპანეთის სამხრეთით ქვიშის ქარიშხალი მძინვარებს

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ალბასეტესა და ვალენსიაში ძლიერი ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს. ეს მოვლენა ხანგრძლივი და მდგრადი სიცხის შედეგი გახდა. ინფორმაციას გამოცემა Onda Cero ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევდა

კერძოდ, ალბასეტეს მუნიციპალიტეტში, ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქარიშხალმა ქალაქის რამდენიმე უბანი ერთდროულად მოიცვა.

ქალაქ განდიაში, ვალენსიის პროვინციაში, ძლიერმა ქარმა ე.წ. "ეშმაკის ბორბალი" ჩამოაგდო. გამოცემის წყაროების თანახმად, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ვინაიდან დაცემის დროს გარშემო ხალხი არ იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system