თავში

ესპანეთში AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს არ აცრიან

ესპანეთში AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს არ აცრიან
ესპანეთში AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს არ აცრიან

ესპანეთში AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18-55 წლის ადამიანებში გამოსაყენებლად დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 55 წელს გადაცილებულ ესპანელებს AstraZeneca-ს ვაქცინით არ აცრიან. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო იტალიის მთავრობამაც. თუმცა, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში აღნიშნული ვაქცინით 65 წლამდე პირებს ცრიან. 

ესპანეთის დედაქალაქში ბრაზილიაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსი 28 656 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 584 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ ესპანეთსი COVID-19-ით 2 971 914 ადამიანია ინფიცირებული. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 61 386 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system