თავში

ესპანეთში ავტომობილი ხალხში შევარდა

ესპანეთში ავტომობილი ხალხში შევარდა
ესპანეთში ავტომობილი ხალხში შევარდა

ესპანეთში, გვადალახარის პროვინციაში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია შვიდი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დაშავებული საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულების მდგომარეობა ამჟამად უცნობია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი უკვე დააკავეს, მან დანაშაული აღიარა. 

წინასწარი ინფორმაციით, როგორც თავად დამნაშავე აცხადებს, მას საკუთარ შვილზე მეურვეობის უფლება ჩამოართვეს, რის გამოც ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფი, გადატვირთულ ქუჩაზე, ხალხში მანქანით შევარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system