თავში

ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 130 ათასამდე გაიზარდა

ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 130 ათასამდე გაიზარდა
ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 130 ათასამდე გაიზარდა

ესპანეთში, სადაც, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 674 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რაოდენობამ ქვეყანაში 12 418-ს მიაღწია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 4 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 130 759-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 38 080 პაციენტი. 80 261 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 6 532 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system