თავში

ესპანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ინტერპოლის აგენტად ასაღებდა თავს

ესპანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ინტერპოლის აგენტად ასაღებდა თავს
ესპანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ინტერპოლის აგენტად ასაღებდა თავს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ალიკანტეში დააკავა მამაკაცი, რომელიც პორნოგრაფიულ საიტებზე ასობით ქალის ფოტოს მათი თანხმობის გარეშე ავრცელებდა, ხოლო პირადი კონტაქტების დასამყარებლად ინტერპოლის აგენტის როლს ასრულებდა. 

ეჭვმიტანილმა ქალების ფოტოები გაცნობის საიტებზე იპოვა, შემდეგ ფოტოები და ქალების კონტაქტები პორნოგრაფიულ საიტებზე გამოაქვეყნა. ამ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, იგი დაუკავშირდა ქალებს და ინტერპოლის აგენტად გაეცნო. მან განაცხადა, რომ ფოტოები განთავსდა უცხოური მაფიის მიერ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ და პირადი შეხვედრა მოითხოვა, რათა ქალებს მისთვის უფრო დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.

ერთ-ერთი ქალი პირადად შეხვედრას დათანხმდა. მამაკაცმა დაარწმუნა ის, რომ გადაეღო ინტიმური ფოტოები, რათა დარწმუნებულიყო, რომ მას არანაირი ნაწიბურები არ აქვს. ქალი დათანხმდა შემოთავაზებას რადგან ეგონა, რომ საქმე სამართალდამცავთან ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით, ეჭვმიტანილმა მას დაურეკა და დაემუქრა, რომ ამ ფოტოებს გაუგზავნიდა მის მეგობრებს, თუ ახალ ფოტოებს არ გადაიღებდა და შეხვედრაზე არ დათანხმდებოდა.

კიდევ ერთი ქალი, რომელიც ეჭვმიტანილს შეხვედრაზე დათანხმდა, პოლიციას დაუკავშირდა. გამოძიების დროს პოლიციამ 700 ქალის 1200 ფოტოსურათი აღმოაჩინა, ზოგი მათგანი ინტიმური ხასიათისაა.

ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკისას აღმოაჩინეს მყარი დისკები, ტელეფონები და კომპიუტერები, მსხვერპლთა ვიდეოები და ინტერპოლის ყალბი დოკუმენტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system