თავში

ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბრიტანელი კრიმინალი დააკავეს

​ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბრიტანელი კრიმინალი დააკავეს
ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბრიტანელი კრიმინალი დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ბარსელონაში ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალი დააკავა. მასზე დაკავების ევროპული ორდერი იყო გაცემული. მას მკვლელობასა და ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ.

"ის ძალიან საშიშ და შეიარაღებულ პირად ითვლება, რომელიც მართლმსაჯულებას ემალებოდა. მას პატიმრობა ორგანიზაციული კრიმინალური დაჯგუფებებს შორის რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტში მონაწილეობისთვის ემუქრება. ისინი 2015 წელს სოლფორდში მოხდა", - ნათქვამია ესპანეთის პოლიციის განცხადებაში.

დაკავების ოპერაციაში ესპანეთის ეროვნული პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა.

დაკავებულს დიდი ბრიტანეთში ესქტრადიცია ელის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system