თავში

ესპანეთში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულების გამყოფილება დაწვა

ესპანეთში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულები
ესპანეთში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულების გამყოფილება დაწვა

კორონავირუსით დაავადებული პატიმარი, რომელიც ესპანეთში საავადმყოფოზე თავდასხმისთვის დააკავეს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ანდალუსიის ციხის ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირდა ციხის საავადმყოფოში, კოვიდ პაციენტების ბლოკში გადაიყვანეს. მალევე იქ ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა და სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ცეცხლი საავადმყოფოს საწოლის მატრასს გაუჩნდა. მათი თქმით, ჰოსპიტალიზირებულმა პატიმარმა ხანძარი განზრახ გააჩინა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ მნიშვნელოვანად დაზიანდა შენობის ორი სართული. ეჭვმიტანილი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 63 წლის მამაკაცს, კორონავირუსის გარდა, ღვიძლის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system