თავში

ესპანეთში კრიპტოვალუტებთან მომუშავე თაღლითი დააკავეს

​ესპანეთში კრიპტოვალუტებთან მომუშავე თაღლითი დააკავეს
ესპანეთში კრიპტოვალუტებთან მომუშავე თაღლითი დააკავეს

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლებმა დააკავეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თაღლითი, რომელიც კრიპტოვალუტებთან მუშაობდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას RTVE ავრცელებს.

45 წლის მამაკაცი ვალენსიაში დააკავეს. მის ანგარიშზე 2,5 მილიონ ევროზე მეტი გაყინეს.

მისი მსხვერპლი, ძირითადად, ესპანეთისა და პორტუგალიის მოსახლეობა იყო. მას ბრალი თაღლითობისა და ფულის გათეთრების შვიდი მუხლით წაუყენეს.

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფინანსური პირამიდის შემქმნელი თაღლითის იდენტიფიცირების ოპერაცია გასული წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system