თავში

ესპანეთში მოსახლეობის ვაქცინაცია იანვრიდან დაიწყება

ესპანეთში მოსახლეობის ვაქცინაცია იანვრიდან დაიწყება
ესპანეთში მოსახლეობის ვაქცინაცია იანვრიდან დაიწყება

ესპანეთში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის იანვარში დაიწყება. ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ ისაუბრა Catalunya Rádio-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

სალვადორ ილიას თქმით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ შესაძლებლობას ბევრი გამოიყენებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება სპეციალური კამპანიის ჩატარებას გეგმავს, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციის საჭიროების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და მას პოზიტიურ კონტექსტში განიხილავს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 13 ათასი ვაქცინაციის პუნქტია და 10 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელი ვაქცინით აცრიან ესპანეთის მაცხოვრებლებს.

მოსალოდნელია, რომ ვაქცინას პირველები სამედიცინო მუშაკები და მოხუცები მიიღებენ. მეორე ჯგუფში შედიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ბავშვები პრიორიტეტულ სიაში ბოლო ადგილს იკავებენ.

ესპანეთში კორონავირუსისგან 1,5 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system