თავში

ესპანეთში პროსტიტუციის აკრძალვაზე ფიქრობენ

​ესპანეთში პროსტიტუციის აკრძალვაზე ფიქრობენ
ესპანეთში პროსტიტუციის აკრძალვაზე ფიქრობენ

ესპანეთში პროსტიტუცია უკანონო გახდება, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალისტური პარტიის კონგრესზე განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სანჩესის თქმით, პროსტიტუცია ქალებს ამონებს.

ამ გეგმის შესახებ სანჩესი ჯერ კიდევ 2019 წელს, თავის საარჩევნო მანიფესტში წერდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროსტიტუცია „სიღარიბის ფემინიზაციის ერთ-ერთი უსასტიკესი ასპექტი და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმაა“. თუმცა დღემდე ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

ესპანეთში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია 1995 წელს განხორციელდა. ამ სისტემის მომხრეები თვლიან, რომ დეკრიმინალიზაციამ აქ დასაქმებული ქალების ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა. მოწინააღმდეგეები კი აღნიშნავენ, რომ დეკრიმინალიზაციის შედეგად ტრეფიკინგის პოტენციალი გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system