თავში

ესპანეთში რეკორდული რაოდენობის ვაქცინებს ელოდებიან

ესპანეთში რეკორდული რაოდენობის ვაქცინებს ელოდებიან
ესპანეთში რეკორდული რაოდენობის ვაქცინებს ელოდებიან

ესპანეთში თვის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო რეკორდული რაოდენობის ვაქცინებს ელოდებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, კაროლინა დარიასმა განაცხადა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 

მინისტრის თქმით, თვის ბოლო კვირაში, ესპანეთში სხვადასხვა ვაქცინის 4 მილიონი დოზა შევა. 

აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა უკვე მიიღო 1,7 მილიონი დოზა Pfizer-ისგან, 103 ათასი AstraZeneca-სგან, 188 ათასი Moderna-სგან. ამასთან, უახლოეს დღეებში ესპანეთში ელოდებიან 214 ათას Moderna-ს ვაქცინას და 1,56 მილიონ დოზა AstraZeneca-ს.

ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ვაქცინების მოამარაგება იმუნიზაციის პროცესს დააჩქარებს და ის თავდაპირველად დათქმული ვადების შესაბამისად იქნება შესრულებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system