თავში

ესპანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ესპანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
ესპანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესისა და მისი მოადგილის, პაბლო იგლესიასის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აქცია სამანქანო მსვლელობის სახით მიმდინარეობს. მომიტინგეები მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ ღონისძიებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ეპიდემიას თავი ვერ გაართვა.

ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა მადრიდსა და ბარსელონაში შეზღუდვების უმეტესი ნაწილი კვლავ ძალაშია, ვინაიდან ინფექციის მთავარი ეპიცენტრი სწორედ ამ ქალაქებში მდებარეობს.

აქციის ორგანიზატორმა, სანტიაგო აბასკალმა გაანცხადა, რომ მსოფლიო მასშტაბით ეპიდემიურ კრიზისზე ყველაზე ცუდი მენეჯმენტი სწორედ ესპანეთმა გამოავლინა და ამ ყველაფერზე პრემიერ-მინისტრია პასუხისმგებელი.

ესპანეთში COVID-19-ის ინფექციას  28,628 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო, ინფიცირებულთა რაოდენობა 234.824-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system