თავში

ესტონეთის ფინანსთა მინისტრი: ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ში არჩევნები გაყალბდა

ესტონეთის ფინანსთა მინისტრი: ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ში არჩევნები გაყალბდ
ესტონეთის ფინანსთა მინისტრი:  ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ში არჩევნები გაყალბდა

ესტონეთის მმართველი "კონსერვატიული სახალხო პარტიის" ლიდერმა, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა მარტინ ჰელმემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარტ ჰელმემ განაცხადეს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

"ჩემი აზრით, ეჭვგარეშეა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ვფიქრობ, ამის წინააღმდეგ ყველა ნორმალური ადამიანი გამოვიდეს. აზრი არ აქვს დემოკრატიაზე ან კანონის უზენაესობაზე საუბარს, როდესაც არჩევნების შედეგები შეიძლება ასე მარტივი, ასე თავხედურად და მასობრივად გააყალბონ”, - განაცხადა ჰელმემ TRE-raadio-ს ეთერში.

პოლიტიკოსის თქმით, რესპუბლიკელები ჯერ კიდევ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე აცხადებდნენ, რომ დემოკრატები არჩევნებს გააყალბებდნენ.  

"მაოცებს, რამდენად თავხედურად იტყუებიან და იპარავენ ხმებს მემარცხენეები", - აცხადებს ჰელმე.

შაბათს, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნებში გამარჯვება მიულოცეს. 

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები დაგმო.

”ესტონეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი თავდასხმა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ, ესტონეთის დემოკრატიასა და უსაფრთხოებაზე თავდასხმაა”, - დაწერა კალიულაიდმა Facebook-ზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორმა მინისტრმა გადაწყვიტა საკუთარი გავლენა და ძალა ესტონეთის მთავარ მოკავშირეზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.

"ამერიკელი ხალხი ირჩევს თავის პრეზიდენტს ჩვენი მინისტრების დახმარების გარეშე, მაგრამ ესტონეთის მთავრობამ უნდა დაიცვას ჩვენი მოკავშირეებთან ურთიერთობები და ქვეყნის უსაფრთხოება. სამწუხაროდ, დღეს მთავრობის ორმა წევრმა გამოაქვეყნა მკაფიო სიგნალი, რომ ამ კავშირებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს", - აცხადებს კერსტი კალიულაიდი.

ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადაა, რომ უახლოეს დღეებში  ეროვნული თავდაცვის საბჭოს შეკრებს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას ჩამოაყალიბებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system