თავში

ესტონეთში მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე კრიზისული შტაბი იქმნა

​ესტონეთში მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე კრიზისული
ესტონეთში მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე კრიზისული შტაბი იქმნა

ესტონეთში შეიქმნა კრიზისული შტაბი, რომელიც მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საკითხებზე იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სოციალური დაცვის მინისტრზე, სიგნე რიისალოზე დაყრდნობით საინფორმაციო პორტალი ERR ავრცელებს.

შტაბის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყნის მოსახლეობის 25 პროცენტი სტრესულ მდგომარეობაშია. ესტონეთის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად კორონავირუსის დაავადებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენის ეშინიათ.

ასევე, ადამიანებს შეზღუდვების ფონზე ყოველდღიურად ცხოვრება უჭირთ.

ეს პრობლემები ფირმა Turu-Uuringud-ის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომელიც სახელმწიფო კანცელარიის შეკვეთით ჩატარდა.

კვლევის შედეგების საფუძველზე, რიისალომ კრიზისული შტაბი მოიწვია, რომელიც სიტუაციას შეისწავლის და ქვეყნის მაცხოვრებლების ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სწრაფ და ეფექტურ ზომებს მოამზადებს.

”გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ამბიციური მიზანი გვაქვს - შევქმნათ ფართო ქსელი, დაწყებული პრევენციითა და პირველი დონის სამედიცინო მომსახურებით და დამთავრებული რთული ფსიქიატრიული მომსახურებით. ეს სფერო, რა თქმა უნდა, დაფინანსებას საჭიროებს", - განაცხადა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system