თავში

ეთიოპიაში 1000-ზე მეტი ადამიანი უკანონოდ არის დაკავებული - გაერო

​ეთიოპიაში 1000-ზე მეტი ადამიანი უკანონოდ არის დაკავებული - გაერო
ეთიოპიაში 1000-ზე მეტი ადამიანი უკანონოდ არის დაკავებული - გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეთიოპიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ1000-ზე მეტი ადამიანი უკანონოდ დააკავა. ამის შესახებ გაერო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენელმა, ლიზ ტროსელმა განაცხადა, რომ დაპატიმრებები დედაქალაქ ადის-აბაბაში და სხვა ქალაქებში განხორციელდა. მისი თქმით, ეთიოპიის მთავრობა ხშირად აპატიმრებდა ადამიანებს იმ საბაბით, რომ ისინი "ტიგრაის გათავისუფლების სახალხო ფრონტს" უჭერდნენ მხარს.

"ეთიოპიაში საგანგებო მდგომარეობამ ადამიანის უფლებების ძალიან სერიოზული პრობლემები, ასევე ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესება გამოიწვია“, - აღნიშნა ტროსელმა.

მისი აზრით, ხელისუფლება იყენებს „ტერორიზმთან ბრძოლის“ საბაბს, რათა დააკავოს ყველა, ვინც მას არ ეთანხმება.

გაეროს კომისრის წარმომადგენლის განცხადებით, პატიმრობაში ისევ რჩება გაერო-ს 10 ადგილობრივი თანამშრომელი და 34 ჰუმანიტარული მძღოლი. მან შეშფოთება გამოთქვა მათი დაკავების პირობებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დაკავებულებს აქვთ უფლება, სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. 

2020 წლის ნოემბრიდან სისხლიანი კონფლიქტი მიმდინარეობს ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე ტიგრაის რეგიონში, რომელიც ერიტრეასა და სუდანს ესაზღვრება. ეთიოპიის ფედერალური ძალები ტიგრაის რეგიონულ ხელისუფლებას ებრძვიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიგრაიმ რეგიონული ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან - პრემიერ აბი აჰმედისთან შეთანხმების გარეშე აირჩია. ტიგრაის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ აბი აჰმედს არ დაემორჩილებიან და მის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს. ტიგრაის ერთთვიან კონფლიქტს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი და 950 000 პირი დევნილად იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system