თავში

ეთიოპიაში თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ეთიოპიაში თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში, ორომიის შტატში განმათავისუფლებელი არმიის სეპარატისტებმა 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

"ორომიის რეგიონში ბოევიკებმა გააჩერეს ავტობუსი და 15 მგზავრი მოკლეს. გარდა ამისა მეორე თავდასხმა განხორციელდა ქვეყნის სამხრეთით, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

ორომიის განმათავისუფლებელი არმია არის სამხედრო ფრთა, რომელიც ხშირად დამოუკიდებლად მოქმედებს. ჯგუფის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, ორომიის სახელმწიფოში დამოუკიდებლობას მიაღწიონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system