თავში

ეთიოპიის ერთ-ერთ რეგიონს შეიარაღებული დაჯგუფება აკონტროლებს

ეთიოპიის ერთ-ერთ რეგიონს შეიარაღებული დაჯგუფება აკონტროლებს
ეთიოპიის ერთ-ერთ რეგიონს შეიარაღებული დაჯგუფება აკონტროლებს

შეიარაღებული დაჯგუფება, ეთიოპიის დასავლეთში მდებარე ზონას, მოქალაქეების მკვლელობებისა და გატაცებების შემდეგ, მთლიანად აკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისარის განცხადებით, სედალის ოლქი, რომელიც კამაშის ზონაში მდებარეობს და 25 000 ადამიანი ცხოვრობს, 19 აპრილის მონაცემებით, მთიანად შეიარაღებული ჯგუფის კონტროლქვეშაა. კომისარმა არ განაცხადა, თუ რომელ დაჯგუფებაზეა საუბარი. 

ადგილობრივი ოფიციალური პირები კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.  აღსანიშნავია, რომ რეგიონში მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეთიოპიის კაშხალი, 4 მილიარდიანი პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი წყაროა. 

ბოლო თვეების განმავლობაში, ეთიოპიის ამ რეგიონში თავდასხმები რამდენჯერმე განმეორდა. დეკემბერში მომხდარ თავდასხმას, 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რეგიონში დაპირისპირებული ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, რომელთა შორისაც ხშირად ხდება კონფლიქტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system