თავში

Euro 2020 - აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი მატჩი გაიმართება

Euro 2020 - აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი მატჩი გაიმართება
Euro 2020 - აზერბაიჯანის დედაქალაქში პირველი მატჩი გაიმართება

დღეს ევროპის ჩემპიონატის სამი მატჩი გაიმართება, A ჯგუფში 1, ხოლო B ჯგუფში 2 . 

A ჯგუფის შეხვედრა - უელსი - შვეიცარია, იქნება პირველი მატჩი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება. თამაში, რომელსაც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ფრანგი არბიტრი კლემან ტიურპენი უმსაჯებს 17 საათზე დაიწყება. 

მატჩზე დასასწრებად 7000 ბილეთი გაიყიდა. უელსის და შვეიცარიის ნაკრებები მსხვილ საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპებზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. მათ შორის აქამდე ჩატარებული 7 თამაშიდან 5-ში შვეიცარიამ მოიპოვა გამარჯვება 2 კი უელსმა მოიგო. 

ევროპის ჩემპიონატი სერია A - ჯგუფი, პირველი ტური:

17:00, უელსი - შვეიცარია

მსაჯები: კლემან ტიურპენი, ნიკოლაი დანო, სირილ გრენგორი, მეოთხე არბიტრი: სრჯან იოვანოვიჩი. 

ბაქო, ოლიმპიური სტადიონი. 

B - ჯგუფი:

20:00 - დანია - ფინეთი

23:00 - ბელგია რუსეთი

აღსანიშნავია, რომ კალენდრის მიხედვით, ბაქოს ოლიმპიური საფეხბურთო მოედანი, შვეიცარია - უელსის პარალელურად, თურქეთ - უელსისა და თურქეთ - შვეიცარიის მატჩებს, ასევე მეოთხედფინალის შეხვედრას უმასპინძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system