თავში

ეუთო აზერბაიჯანსა და სომხეთს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ მოუწოდებს

ეუთო აზერბაიჯანსა და სომხეთს საზღვრების დელიმიტაციისა
ეუთო აზერბაიჯანსა და სომხეთს საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და ჟან-ივ ლე დრიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი დიალოგის განახლებას მხარს უჭერენ. ამის შესახებ ეუთო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

თანათავმჯდომარე ქვეყნები მხარეებს მოუწოდებენ, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დიალოგი, ასევე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე კონტაქტები გააგრძელონ.

ეუთო მოუწოდებს მხარეებს, კონსტრუქციულად იმუშაონ ისეთი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა.

თანათავმჯდომარეების თქმით, ისინი რეგიონში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის (PRCiO) საქმიანობას მტკიცედ უჭერენ მხარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system