თავში

ევერესტზე ასვლის დროს ორი მთამსვლელი გარდაიცვალა

ევერესტზე ასვლის დროს ორი მთამსვლელი გარდაიცვალა
ევერესტზე ასვლის დროს ორი მთამსვლელი გარდაიცვალა
© technotrenz.com

ევერესტის მთაზე ასვლის დროს ამერიკელი და შვეიცარიელი ალპინისტები დაღლილობისგან დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ News.Com.Au ავრცელებს.

შვეიცარიელი ალპინისტი მთის მწვერვალზე გარდაიცვალა. ამერიკელმა იმ ადგილას მიაღწია, რომელსაც ჰილარი სტეპს უწოდებენ და იქ გარდაიცვალა. 2021 წლის სეზონისთვის პირველი მთამსვლელები არიან, რომლებიც დაიღუპნენ.

"ჩვენ გავაგზავნეთ ჟანგბადი დამატებითი მარაგით, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით", - განაცხადა ტურ-ოპერატორის ხელმძღვანელმა.

ოფიციალური პირების თქმით, ამინდის გამო, ცხედრების მთიდან გამოყვანა და სამშობლოში გადასვენება შეუძლებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system