თავში

ევროკავშირი AstraZeneca-ს წერილს მისწერს

​ევროკავშირი AstraZeneca-ს წერილს მისწერს
ევროკავშირი AstraZeneca-ს წერილს მისწერს

COVID-19-ის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროკავშირი კომპანია AstraZeneca-ს წერილს მისწერს. ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა.

კონტრაქტის მიხედვით, კომპანია ვალდებულია ივნისის ბოლომდე ევროკავშირს 300 მილიონი დოზა მიაწოდოს, თუმცა გასულ კვირას AstraZeneca-მ განაცხადა, რომ წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და საექსპორტო შეზღუდვების გამო ევროკავშირს მხოლოდ 100 მილიონ დოზას მიაწვდის.

"ჩვენ AstraZeneca-სთვის წერილის მიწერას ვაპირებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავის დარეგულირების პროცესის ფარგლებში კომპანიასთან დიალოგი დავიწყოთ", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, წერილი ამჟამად მომზადების პროცესში და გაგზავნამდე ის ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან იქნება შეთანხმებული. კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ ეს წერილი AstraZeneca-ს წინააღმდეგ სასამართლო დავის დასაწყისი გახდეს, ევროკავშირის წარმომადგენელმა უპასუხა: "დღეს ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯს ვდგამთ. ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ის".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system