თავში

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს
ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბელარუსში აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი ავრცელებს.

მისი თქმით, ამ მოსაზრებას ევროპელი დიპლომატების უმეტესობა ემხრობა.

ვერ დავხუჭავთ თვალს არჩევნების გაყალბებასა და ძალის გამოყენებაზე. გვჯერა, რომ შეზღუდვები ბელორუსის მთავრობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ზიანის მომტანი არ იქნება“, – განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსში მიმდინარე აქციებზე და საპასუხო ნაბიჯებზე ონლაინ რეჟიმში მსჯელობენ. 

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების თანახმად, ხმათა 80,1% - ით გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა.

ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს. 

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system