თავში

ევროკავშირი: ფერმერები გარემოს დაცვის წესებით იმოქმედებენ

ევროკავშირი: ფერმერები გარემოს დაცვის წესებით იმოქმედებენ
ევროკავშირი: ფერმერები გარემოს დაცვის წესებით იმოქმედებენ

ევროკავშირის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ფერმერებთან დაკავშირებული რეფორმა უფრო მკაცრი წესებითა და დიდი ბიუჯეტით გაატარონ, რადგან რათა დაიცვან გარემო და კლიმატის ცვლილებები.

"ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ", - განაცხადა გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჯულია კლოკნერმა ლუქსემბურგში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ.

ევროპარლამენტის წევრმა ქვეყნებმა და თავად წევრებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ წესების შინაარსი, რომლებოც 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

"ეს შეთანხმება კარგი საწყისია ამ მოლაპარაკებებისთვის, რაც მიგვითითებს საუკეთესო კომპრომისის მიღწევაზე", - განაცხადა სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა, იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ.

შვიდი წლის განმავლობაში საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკისთვის (CAP) ბიუჯეტით დადგენილი იყო დაახლოებით 387 მილიარდი ევრო, რაც ევროკავშირის ხარჯების უდიდეს ნაწილს შეადგენს.

ხელშეკრულების თანახმად, ყველა ფერმერი იძულებული იქნება, პატივი სცეს გარემოს დაცვის უფრო მკაცრ წესებს, თუ მათ სურთ, ფინანსური დახმარებით ისარგებლონ.

ასევე სავალდებულო გახდება ე.წ. "ეკორეჟიმები", ფერმერების სტიმულირების სისტემა, რათა გარემოსდაცვითი სტანდარტები უფრო მკაცრად იყოს დაცული.

აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას ევროპული სახსრების დაკარგვის ეშინია, რადგან ფიქრობენ, რომ გარემოსდაცვით პროგრამაში არასაკმარისი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ყველა წევრს, რომელიც ფერმერთა ფინანსურ დახმარებას მიიღებს და არ დაიცავს კლიმატისა და გარემოს დაცვის ნორმებს და გადააჭარბებს მათ, გადასახადების 20%-ის გადახდა მოუწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system