თავში

ევროკავშირი ისრაელ-პალესტინას ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ მოუწოდებს

​ევროკავშირი ისრაელ-პალესტინას ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი ისრაელ-პალესტინას ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა ტელეკონფერენციის ფორმატში არაფორმალურ შეხვედრაზე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს და ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ. ევროგაერთიანება მხარეებს ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

ევროგაერთიანების ლიდერები ორ ძირითად პრინციპზე შეთანხმდნენ. პირველი, ეს ძალადობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არა მხოლოდ შეთანხმება, არამედ მისი დაუყოვნებლივ განხორციელებაა. მეორე პრინციპი კი კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ძალადობისა და მსხვერპლის დაუშვებლობაა. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ისრაელს თავის დაცვისა და უსაფრთხოების სრული უფლება აქვს, მაგრამ ეს პროპორციულად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით უნდა განხორციელდეს, რადგან უსაფრთხოების ასევე სრული უფლება აქვთ პალესტინელებსაც.

ევროკავშირის ლიდერები შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი პრიორიტეტულ პირობად პალესტინაში არჩევნების ჩატარება უნდა გახდეს. ჟოზეპ ბორელის გაცხადებით. ევროკავშირის ერთიანი პოზიცია საკვანძო პარტნიორებთან, პირველ რიგში კი აშშ-თან იქნება კოორდინირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system