თავში

ევროკავშირი კრიზისებზე რეაგირების ჯგუფის შექმნას გეგმავს

​ევროკავშირი კრიზისებზე რეაგირების ჯგუფის შექმნას გეგმავს
ევროკავშირი კრიზისებზე რეაგირების ჯგუფის შექმნას გეგმავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თავდაცვის საკითხების განხილვისას, კრიზისების მართვის თვალსაზრისით, ყურადღება ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის შემუშავებაზე გაამახვილეს. მინისტრებმა კრიზისზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, 5000 კაცის შემადგენლობით, ოპერატიული სარეზერვო ძალების შექმნის იდეა გამოთქვეს. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ჟოზეპ ბორელმა გააკეთა.

”საფრთხეების ანალიზმა, რომელიც გასულ წელს გავაკეთეთ, აჩვენა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მომავალი კრიზისებისთვის და სწრაფად ვუპასუხოთ მათ. რომ შევაჯამოთ, ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ეფექტური და უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები. ასევე, ჩვენ უფრო მეტი მოქნილობა გვჭირდება მისიების ორგანიზებაში. ჩვენ უკეთ უნდა მოვემზადოთ, გვყავდეს სრულად აღჭურვილი და მომზადებული პერსონალი, რომელიც მზად იქნება სწრაფი რეაგირებისთვის. ჩვენ განვიხილეთ პირველი რეაგირების ძალების შექმნის იდეა, რომელიც შეიძლება განლაგდეს დაუყოვნებლივ სწრაფად ცვალებად კრიზისში, ”- განაცხადა ბორელმა.

ინიციატივა რამდენიმე წევრმა ქვეყანამ წამოაყენა და ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system