თავში

ევროკავშირი შესაძლოა საფრანგეთმაც დატოვოს?

ევროკავშირი შესაძლოა საფრანგეთმაც დატოვოს?
ევროკავშირი შესაძლოა საფრანგეთმაც დატოვოს?

"ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი?", - ამ სიტყვებით იწყება ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს მიერ მომზადებული სტატია, რომელიც ევროკავშირს Frexit-ს უწინასწარმეტყველებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ევროკავშირისგან მხარდაჭერის მიუღებლობის გამო, შესაძლოა საფრანგეთმა კავშირი დატოვოს. 

სტატიის ავტორი ლორან ჰერბელი აცხადებს, რომ Frexit-ისათის (ევროკავშირიდან დიდი ბრტინატეთის გასვლის - Brexit-ის ანალოგია) ახლა შესანიშნავი ნიადაგია. მისივე თქმით, ევროპის ჯანდაცვის სექტორში ვითარება კრიტიკულია. მედიკამენტების 80% ქვეყნების გარეთ იწარმოება. ბევრი სახელმწიფო COVID-19-ის ვაქცინებს, ევროკავშირის გადაწყვეტილებების გვერდის ავლით, უკვე რუსეთიდან და ჩინეთიდან ყიდულობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სიტუაციის კონტროლი "ევროკავშირის პირდაპირი პასუხისმგებლობაა". ხოლო ორგანიზაცია რეალური დახმარების ნაცვლად, ქვეყნებს სთავაზობს, უარი თქვან მედიკამენტებზე და დიდ ხარჯებზე. სტატიის ავტორს შედარებისათვის მაგალითად აშშ მოჰყავს, სადაც ეკონომიკის დასახმარებლად უკვე მესამე სამოქმედო გეგმა მიიღეს. აშშ-ში პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად 5 ტრილიონი დოლარი გამოიყო, ხოლო ევროკავშირში ეს თანხა  მხოლოდ 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ლორენ ჰერბელი აღნიშნავს, რომ პანდემიას ევროკავშირზე უკეთ თავი დიდმა ბრიტანეთმა გაართვა, რაც სავარაუდოდ Brexit-ის შედეგია.

ევროკავშირმა ვერ დაგვიფარა, ვერც ფინანსური, ვერც ეკონომიკური და ვერც ჯანდაცვის კრიზისისგან. ევროკავშირი არის მხოლოდ დამატებითი და არაადაპტირებული ბიუროკრატიული სტრუქტურა, რომელიც ჩვენს პარალიზებას ახდენს, ყურადღებას გვაფანტინებს და ჩვენს დასაცავად არაფერს აკეთებს”, - წერს გამოცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system