თავში

ევროკავშირი სმარტფონებისთვის ერთი და იგივე ტიპის დამტენებს ითხოვს

​ევროკავშირი სმარტფონებისთვის ერთი და იგივე ტიპის დამტენებს ითხოვს
ევროკავშირი სმარტფონებისთვის ერთი და იგივე ტიპის დამტენებს ითხოვს

ევროკავშირში სურთ, დაავალდებულონ ტექნიკის მწარმოებლები, სხვადასხვა მობილური მოწყობილობები უნივერსალური დამტენებით აღჭურვონ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისი ცნობით, ევროკომისიამ შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეიმუშავა.

ინიციატივის ავტორების თქმით, მოწყობილობებს დატენვის იდენტური სოკეტები უნდა ჰქონდეთ. ეს უკავშირდება იმასაც, რომ ევროკავშირში სურთ, რომ ტექნიკა დამტენების გარეშე იყიდებოდეს.

ამჟამად მწარმოებლების უმეტესობა თავის პროდუქტზე USB-C სოკეტებს იყნებს, თუმცა ინიციატივამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს Apple-ის უკმაყოფილება, რომელიც დამტენის საკუთარ ტიპს, Lightning-ის იყენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system