თავში

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავს

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავს
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავს

ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს მომხდარი ძალადობის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულონ.

"ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მაქსიმალური თავშეკავებულობა გამოიჩინონ და ორი სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები დაიცვან. ორივე მხარეს მოვუწოდებთ, განაახლონ მოლაპარაკებები, რათა გადაუჭრელი საკითხების ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მიმართულებით იმუშაონ, მათ შორის საზღვრის დემარკაციის კუთხით“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების 15 ნოემბრის განცხადებას.

"ევროკავშირი იმეორებს თავის ვალდებულებას, ითანამშრომლოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის მშენებლობაში, რომელიც იქნება უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდი, ამ რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system