თავში

ევროკავშირი თავშესაფრის მინიჭების საკითხებში პერსონალს აორმაგებს

​ევროკავშირი თავშესაფრის მინიჭების საკითხებში პერსონალს აორმაგებს
ევროკავშირი თავშესაფრის მინიჭების საკითხებში პერსონალს აორმაგებს

ევროკავშირის სააგენტო თავშესაფრის მინიჭების საკითხებში (EASO) პერსონალს ზრდის. ორგანიზაციამ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ერთად შესაბამის შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი.

ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობა კუნძულებსა და მატერიკზე 500-დან 1000-მდე გაიზრდება. ცვლილება დაახლოებით 36 მილიონი ევრო დაჯდება.

საბერძნეთის კუნძულებზე, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის გამო, მოსახლეობის უკმაყოფილებამ იმატა. ბიზნესის მფლობელები და ჩინოვნიკები ხელისუფლებას გადავსებული ბანაკების პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას სთხოვენ.

2019 წელს საბერძნეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 75000 უკანონო მიგრანტი შევიდა. დევნილების რიცხვი, წინა წლებთან შედარებით, 50 პროცენტითაა გაზრდილი.

კუნძულების ხელისუფლება მიგრანტებისთვის დამატებითი თავშესაფრების საბერძნეთის მატერიკზე შექმნას და მათი კუნძულებიდან გადაყვანას ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system