თავში

ევროკავშირის ახალი ინიციატივა ტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ

ევროკავშირის ახალი ინიციატივა ტრეფიკინგისა და ფულის
ევროკავშირის ახალი ინიციატივა ტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ

ევროკავშირი შეეცდება პოლიციასთან თანამშრომლობის გაზრდით, გაამკაცროს ზომები ტრეფიკინგთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლაში.  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა შეადგინა საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივების ხუთწლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც სულ უფრო მეტად გააქტიურდნენ ციფრულ სამყაროში და ყალბი სამედიცინო პროდუქციის გაყიდვით არიან დაკავებულები. მაგალითად, ერთ-ერთმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ უკვე სცადა 1 მილიარდზე მეტი ყალბი ან არარსებული ვაქცინის გაყიდვა. 

კომისიამ განაცხადა, რომ კრიმინალური დაჯგუფებების 70% მუშაობს ევროკავშირის ოთხ ან მეტ ქვეყანაში და მათმა შემოსავალმა იარაღის, ნარკოტიკების ან ადამიანების ტრეფიკინგის, მიგრანტთა კონტრაბანდის, კიბერდანაშაულისა და სხვა დანაშაულების შედეგად, 2019 წელს 139 მილიარდი ევრო შეადგინა (166 მილიარდი დოლარი), რაც  ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system