თავში

ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცეს

​ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი და
ევროკავშირის ელჩებმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის ელჩებმა მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც ძალაში 2 დეკემბერს შევა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

"ევროკავშირის ელჩებმა ახლახან აუნთეს მწვანე შუქი ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტს“, - დაწერა იოზვაკმა "ტვიტერში".

მისი თქმით, სანქციები 17 ადამიანს და 11 ორგანიზაციას შეეხება.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტზეც დაიწყო მუშაობა, თუმცა მის შინაარსზე საუბარი ნაადრევია. შეზღუდვების ახალი პაკეტი, შესაძლოა, იანვარ/თებერვალში მზად იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system