თავში

ევროკავშირის ქვეყნები კოვიდსაშვებით საზაფხულო ფრენებს განაახლებენ

ევროკავშირის ქვეყნები კოვიდსაშვებით საზაფხულო ფრენებს განაახლებენ
ევროკავშირის ქვეყნები კოვიდსაშვებით საზაფხულო ფრენებს განაახლებენ

ევროკავშირის ქვეყნები ტურიზმის გახსნისა და საზაფხულო ფრენების აღდგენის მიზნით საერთო სამგზავრო საშვების სისტემის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. დეტალებს ევროგაერთიანების კანონმდებლებთან ერთად დააზუსტებენ. სერთიფიკატის მქონე მოქალაქეები, სადაც აცრის, კორონავირუსის გადატანის, ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი იქნება ასახული, ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობას ადვილად შეძლებენ. ინფორმაციას Today ავრცელებს.

გაერთიანების 27 ქვეყნის მიერ შეთანხმებული გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საკითხზე საბოლოო მოლაპარაკებები მაისში დაიწყება. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ციფრულმა, თუ ბეჭდურმა დოკუმენტებმა შეუფერხებლად უნდა იმუშაოს. მანამდე ევროპის ქვეყნები ამ ტექნოლოგიური საკითხების მოგვარებაზე ინდივიდუალურად მუშაობენ.

შეთანხმება ასევე გულისხმობს მათი ინტერესების გათვალისწინებასაც, ვისაც ვერ ან არ შეეძლება, ან არ ენდომება ვაქცინის გაკეთება.

რაც შეეხება სერთიფიკატებს ევროკავშირის ტერიტორიაზე არაღიარებულ რუსულ და ჩინურ ვაქცინებთან, დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნები ინდივიდუალურ რეჟიმში გადაწყვეტენ მიიღონ თუ არა ისინი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system