თავში

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას Zoom-ში უცხო პირი ჩაერთო

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას Zoom-ში უცხო პირი ჩაერთო
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას Zoom-ში უცხო პირი ჩაერთო

პარასკევს, 20 ნოემბერს, Zoom-ში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართა. ევროკავშირის 27 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების კონფიდენციალურ შეხვედრას ჰოლანდიელი ჟურნალისტი შეუერთდა. ჟურნალისტმა დანიელ ვერლანმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი Twitter-ზე გამოაქვეყნა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

მოგვიანებით, ჟურნალისტმა აღიარა, რომ მან შეხვედრის საინდენტიფიკაციო მონაცემები თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლისგან შეიტყო. ჟურნალისტმა მინისტრებს ბოდიში მოუხადა და ვირტუალური შეხვედრა მალევე დატოვა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ინციდენტის შემდეგ კოლეგებს კიბერუსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა. 

შეხვედრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელის ინიციატივით გაიმართა, რომელიც შეხვედრას თავმჯდომარეობდა. 

თავდაცვის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე განიხილეს ევროკავშირის მომავალი სამხედრო კონცეფციის საიდუმლო პროექტი, სახელწოდებით "ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system