თავში

ევროკავშირმა 1.8 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი დაამტკიცა

​ევროკავშირმა 1.8 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა 1.8 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ლიდერებმა ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომლიც მოცულობა 1.8 ტრილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს. 

ბიუჯეტის დამტკიცება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთმა და პოლონეთმა, რომლებიც ბიუჯეტს ეწინააღმდეგებოდნენ, ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვეს.

"ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მისი შესრულება და ეკონომიკა აღვადგინოთ", - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ბიუჯეტის დამტკიცებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა.

"1.8 ტრილიონი ევრო ეკონომიკური გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად და უფრო მდგრადი, მწვანე და ციფრული ევროკავშირის შესაქმნელად”, - განაცხადა ლაიენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system