თავში

ევროკავშირმა ისრაელი უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა ისრაელი უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ევროკავშირმა ისრაელი უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირმა ისრაელი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, ვისაც ევროპის სახელმწიფოებში მოგზაურობის უფლება ექნება. ბრიუსელი ცდილობს, ეტაპობრივად გააუქმოს მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები, რომ კორონაპანდემიით დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის სტიმულირება და ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობა მოხდეს. ევროკავშირის საბჭო კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიას ორ კვირაში ისევ გადახედავს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ევროკავშირში ამ დროისთვის მოქმედი შეზღუდვების თანახმად, გაერთიანების ქვეყნებში შესვლის ნებართვა მხოლოდ 8 სახელწიფოს, მათ შორის ავსტრალიისა და სინგაპურის მოქალაქეებს აქვთ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ვაქცინაცია, ან ტესტი ვირუსზე გაკეთებული და გაივლიან, თუ არა ევროპაში შესვლისას სავალდებულო კარანტინს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ივნისის თვიდან ევროკავშირში მოგზაურობაზე შეზღუდვების შემსუბუქების ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივის მიზანი კორონაპანდემიით დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის სტიმულირება და ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობაა.

ევროკომისიის ინიციატივა განხილვის პროცესშია. 27-მა წევრმა სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი. დამტკიცების შემთვევაში, ახალი რეგულაცია ვაქცინაცია გავლილ ვიზიტორებსა და კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნების მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის საშუალებას მისცემს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system